четверг, 8 января 2009 г.
ფიროსმანი
ნიკო ასლანის ძე ფიროსმანაშვილი დაიბადა 1862 წელს. მომავალ მხატვარს მამა ადრე გარდაეცვალა და დედის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. პატარა ცდილობდა დედას როგორმე შეშველებოდა და საკუთარ პირუტყვს უვლიდა. დილით ადრე გარეკავდა ხოლმე სოფლის მახლობლად გორებზე ძროხებსა და ხარებს, მთელი დღე თან დასდევდა. როცა კავკასიონის მთებიდან მზე ამოცურდებოდა, პატარა დიდხანს უყურებდა მზის სხივებით აზურმუხტებულ თოვლით დაფარულ ალაზნის ველსა და ვერცხლისფერი ზოლივით შემოვლებულ ალაზანს, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს მირზაანს უცხო სტუმრები ეწვივნენ, მათი უფროსი იყო მიწისმზომავი ალექსი. მთელი დღე სტუმრები დადიოდნენ და ჩანახაზებს აკეთებდნენ. პატარა ნიკოც მათ დასდევდა, როცა მათ უბანში მივიდნენ, ნიკომ სტუმრებს თავიანთი სახლი აჩვენა. ეზოში ტრიალებდა 14-15 წლის ახალგაზრდა ქალი. ალექსიმ ბავშვსჰკითხა: -ეგ გოგონა რა არის შენიო. ნიკომ დაუფიქრებლად მიუგო:-და. ალექსიმ წყალი ითხოვა. ნიკოს დამ მარიამმა თიხის ხელადით გამოუტანა სტუმრებს წყალი. ალექსიმ თვალი ვეღარ მოაშორა ქალსა და ამხანაგებს უთხრა: ახლა კიდავიჯერებ ძველ ნათქვამს: “სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხიშენიო.“ მეც ამ გოგოს ისეთ თვალზე შევხედე, რომ აუცილებლად ცოლად უნდაშევირთოო. სტუმრებს ახლა სონა ღორაშვილი გამოეხმაურა. ალექსიმ სიმპატიურ ქალს თავის გული გადაუშალა და შუამავლობა სთხოვა. ისიც დათანხმდა. გაჩაღდა საქორწინო სამზადისი. პატარა ნიკო გახარებული დარბოდა, შეუყვარდა სიძე, რომელიც ხშირად უყვებოდა ქალაქის ამბებს. ორიოდე კვირის შემდეგ კი ალექსიმეუღლესთან ერთად თბილისში წასულა და თან პატარა ნიკოც წაუყვანია. უფიქრია, უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ ახლოს ეყოლება, აღარ ინაღვლებსო. გარდა ამისა, სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებ, ზრდილობას, წერა-კითხვასისწავლის და კაცი დადგებაო. მომავალი მხატვარი პირველად გაკვირვებული უყურებდა ქუჩისპირასჩამწკრივებულ დუქნებს, ქვაფენილით მოკირწყლულ გზებს და ქუჩებში მოსიარულე ეტლებს. მაგრამ პატარას მალე მოენატრა თავიანთი წნულის ქოხი, ნაცარათხა, კრუხი და მამალი, დედის ალერსი და თანატოლებთან თამაში. უკვე ქალაქის ცხოვრებამ ბავშვის თვალში დაკარგა მიმზიდველობა და თავის დას ხშირად ეკითხებოდა: “აქედან საით არის მირზაანიო.“ დაც ცდილობდა გაერთო თავის მეოცნებე ძმა და უყვებოდა მირზაანის, მშობლების, სოფლელი თანატოლების ამბებს. მაგრამ ღმერთმა ნიკოსთვის ეს ბედნიერებაც შეიშურა. თბილისში ხოლერამ იფეთქა. ავადმყოფობა მთელ ქალაქს მოედო. ერთ დღეს მარიამიც ავად გახდა და რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა. მძიმე გახდა ნიკოსათვის ქალაქში ყოფნა, იმ ქალაქში, სადაც მშვენიერი და დაეღუპა. რა ექნა მარტოხელად დარჩენილ მამაკაცს, როგორ მოევლო პატარა ბავშვისათვის? ადგა და ქალანთაროვების ოჯახში შინამოსამსახურედ დააყენა პურის ჭამაზედ. ამ ამბავმა სოფელშიც ჩამოაღწია. ნ. ფიროსმანაშვილს ქალანთაროვების ოჯახში სამზარეულოში მიუჩინეს ადგილი. მის მოვალეობას შეადგენდა: სამოვრის ადუღება, წყლის მოტანა, ჭურჭლის გარეცხვა და ა.შ. ამ დროს ქალანთაროვებს უცხოვრიათ თათრის მოედანთან ახლოს და ჰქონიათ საკუთარი სახლი. ნიკო ქალანთაროვების ოჯახის წევრებს ყველას უყვარდა, განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ქართული წერა-კითხვა შეასწავლა ანა ბეკოსეფოვმა. მან ასე დაახასიათა ნიკო-“პატარა ნიკო ძალიან გონიერი ყმაწვილი იყო. მას უყვარდა წიგნების კითხვა, ხატვა, მისგან ოთახის კედლები ნახშირით ან ფანქრით იყო მოხატული, რისთვისაც მეცა და ჩემი უფროსი დაც უჯავრდებოდით, მაგრამ თავისას არ იშლიდა.“ ამ მოგონებიდან ირკვევა, რომ ნ. ფიროსმანაშვილს ბავშობის წლებიდანვე იზიდავდა შემოქმედებითი მუშაობა, კერძოდ, ხატვა, მოგონებაში ვკითხულობთ: “ერთხელ ჩვენი სახლის სახურავიდან დახატა მშვენიერი სურათი: გაღმა მდებარე მეტეხის ციხე- ეკლესია. “განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმულიმის პატიოსნებას და უანგარობას. “ნიკო ისეთი პატიოსანი და ერთგული იყო, რომ მას ვანდობდით მთელს ჩვენს ოჯახს, რომელიც მაშინ მდიდარი იყო. ნიკოს ნივთიერი სიმდიდრე არ აინტერესებდა. მისთვის არსებობდა მხოლოდ ხატვა დაროდესაც კი თავისუფალი დრო ჰქონდა, ხატვაში იყო გართული.“ნიკო ფიროსმანაშვილი მათი დახასიათებით იყო თავაზიანი, ამაყი, რომ ვერავინვერაფერს გაუბედავდა, სისუფთავის მოყვარული და პრინციპული. ამავე დროს იყო შესანიშნავი დეკლამატორი. იგი ეზოს ბავშვებს ხშირად უამბობდა ზღაპრებს დამოყოლის დროს თან ქაღალდზე ხატავდა იმ გმირებსა და დევებს, რომელთაცახსენებდა თხრობის დროს. ამ ოჯახში იყო განათლებული ქალი ელისაბედქალანთაროვი, რომელიც ნიკოზე უფროსი ყოფილა 10 წლით. იგი ცოლად გაჰყოლიათბილისელ მოქალაქეს ზურაბ ხანკალამოვს, რომელიც იმ დროს ბაქოში ცხოვრობდა. ელისაბედი ბაქოდან თბილისში გადმოსულა და ახალგაზრდავედაქვრივებულა. ჰყოლია ერთი ვაჟი სოლომონი, რომელსაც ნიკო მეტადჰყვარებია. ელისაბედის დაქვრივების შემდეგ ნიკო მათთან გადასულასაცხოვრებლად. სოლომონს ბუთლიაშვილთან საუბარში ასე დაუხასიათებია ნიკო:“ნიკო ჩვენყველას ძალიან გვიყვარდა. მართალია, ჩვენ სახლში სხვა მოსამსახურეებიცგვყვავდა, მაგრამ ნიკო როგორც ჩვენს ნათესავების ოჯახში გაზრდილი,სხვამდგომარეობაში იყო ჩვენს სახლში.მას ვანდობდით ყველაფერს.“ მათივეგადმოცემით ნიკოს ძალიან ჰყვარებია თეატრი,როდესაც ქალანთაროვების ოჯახისმანდილოსნები წავიდოდნენ ხოლმე თეატრში, ნიკოც გაჰყვებოდათ, იგი ქანდარაზეადიოდა და იქიდან ისმენდა თურმე ოპერას. ხშირად კი სახლის ეზოშიაცმართავდა ბავშვების ძალებით წარმოდგენებს. ნიკო რომ წამოზრდილა, მასშეჰყვარებია ამ ოჯახის ახალგაზრდა ქვრივი ელისაბედი. შესაძლოა ელისაბედიცთანაუგრძნობდა, მაგრამ ნიკოს ფარული სიყვარული აღარ აკმაყოფილებდა დამოუნდომებია მისი ცოლად შერთვა. როგორც ელისაბედის შვილი სოლომონხანკალამოვი იგონებს, მას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნიაელისაბედისათვის: “მე კარგად ვიცი, რომ ჩვენს შორის განსხვავებაამდგომარეობით, მაგრამ თქვენ როგორც განათლებული ადამიანი, ამას არმიაქცევთ დიდ ყურადღებას და მიიღებთ ჩემს წინადადებას,რათა გამომყვეთმეუღლეთ. გარწმუნებთ, რომ ეს არის ჩემი უფაქიზესი და გულწრფელი სიყვარული. მე იმდენად ვარ თქვენი ოჯახიდან დავალებული, რომ ამაზე უარს არ ჰყოფთ...“ მაგრამ ნიკოს სასიყვარულო ამბებიგახმაურებულა და იგი იძულებული გამხდარა ელისაბედის სახლს გასცლოდა. ამჯერად გადასულა ელისაბედის ძმასთან ქალანთარ ქალანთაროვთან. მაგრამმისგან მალე წამოსულა და დაუწყია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ზრუნვა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)